|
2021-08-13 17:03:16, 847 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ვარუდობენ, რომ მედდამ ათასობით ადამიანს ვაქცინის ნაცვლად მარინილი წყალი გაუკეთა
ჩრდილოეთ გერმანიის ხელისუფლებამ 8000 -ზე მეტ ადამიანს სთხოვა გაეკეთებინათ კოვიდის ხელახალი ვაქცინა,რადგან მათ სავარუდოდ მარილინი წყალი შუყვანეს აცრის ნაცვლად- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს მათი თქმით, პოლიცია იძიებს მედდის ქმედებებს ვაქცინაციის ცენტრ ფრიზლანდში. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მარტში და აპრილში, მხოლოდ ექვსმა ადამიანმა მიიღო მარილის უვნებელი ხსნარი . ექთანმა აღიარა დანაშუალი, მაგრამ როდესაც პოლიციის გამოძიება დაიწყო აღმოჩნდა რომ მაშტაბები ბევრად უფრო დიდი იყო. ინსპექტორმა პიტერ ბერმა, მედისთან საუბრისას განაცხადა რომ 40 წლის ქალი სოციალურ მედიაში ავრცელებდა ანტივაქსერულ გნცხადებებს, აკრიტიკებდა მთავრობის შეზღუდვებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ვირუსის გავრცელების შემცირებას. რეგიონული მაუწყებელი "NDR" აცხადებს, რომ მთვრობამ, დაახლოებით 8,557 უკვე აცრილ ადამიანს სთხოვეს დაბრუნება განმეორებითი ვაქცინაციისთვის. მათ ჩაუტარდათ ტესტი ანტიგენზე და დადასტურდა რომ დაახლოებით 3,600 ადამიანს საერთოდ არ აქვს გაკეთებული ვაქცინა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ექთნის ქმედებას რამე პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, თუმცა მისმა ადვოკატებმა უარყვეს აღნიშნული ბრალდება და ეჭვქვეშ დააყენეს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელებმაც ამ ექთნიგან მიიღეს მარილიანი წყალი აცრის ნაცვლად.
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)