15:37 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 15:52:06, 967 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის პოლიციამ დააკავა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ეჭვმიტანილი, რომელიც დასახელებულია როგორც დევიდ ს, ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მუშაობს. ფედერალურმა სამსახურმა ის პოტსდამში დააკავა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას გასული წლის ნოემბრის შემდეგ აწვდიდა.

მედიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ეჭვმიტანილის სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics