|
2021-08-09 19:27:56, 846 ნახვა
მსოფლიო
აშშ- მ ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
აშშ- მ ბელარს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია რომ სანქციების მსხვილი პაკეტი გულისხმობს ბელარუსი ოფიციალური პირებისთვის და კომპანიებისთვის აქტივების დაბლოკვას, ფინანსური საქმიანობების შეჩერებას და აშშ-ში მიმოსვლაზე შეზღუდვას. „მე, ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამით ვაფართოვებ 2006 წლის 16 ივნისის 13405 აღმასრულებელი ბრძანებას (ბელორუსიაში დემოკრატიული პროცესების ან ინსტიტუტების რამდენიმე პირის საკუთრების ბლოკირება), „ბელარუსიის რეჟიმის მავნე საქმიანობა და ხანგრძლივი დარღვევები, რომლებიც მიმართულია ბელარუსში დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განხორციელების ჩახშობისკენ, მათ შორის უკანონო და ჩაგვრითი ქმედებები, რომელიც მომდინარეობს 2020 წლის 9 აგვისტოს, ბელარუსიის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან და მის შემდგომ, როგორიცაა პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩახშობა, ასევე რეჟიმის მხრიდან საერთაშორისო სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნა, წარმოადგენს უჩვეულო და ექსტრაორდინალურ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)