|
2021-08-01 20:26:20, 1304 ნახვა
მსოფლიო
ანტალია და კიდევ 5 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
თურქეთის სანაპიროების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, სადაც ხანძარი მძვინვარებს, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულზე ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ტურისტები სახიფათო ზონიდან თურქეთის სანაპირო დაცვის კატერებით გაიყვანეს. სანაპირო დაცვას კერძო ნავებისა და იახტების მფლობელებიც ეხმარებოდნენ. ერდოღანმა დამნაშავეების მკაცრად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება. „თქვენ თუ გული ამოგვგლიჯეთ, გეფიცებით, ჩვენც ამოგგლეჯთ გულს. თუ აღმოვაჩენთ ასეთ კავშირს, რომლის ნიშნების უკვე არის, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანის თქმით, ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია და ცეცხლის ჩაქრობაში სულ უფრო მეტი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. კერძოდ, მისი ცნობით, თურქეთს დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაუგზავნეს უკრაინამ, რუსთემა, აზერბაიჯანმა და ირანმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)