14:04 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 14:48:12, 1173 ნახვა

მსოფლიო
Politico-ს ინფორმაციით, ნატო-ს გენმდივნის პოსტზე ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელი 3 ქალი განიხილება

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებად ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელი სამი ქალი განიხილება.

გამოცემის ცნობით, ნატო-ს გენერალური მივნის პოსტზე შესაძლო კანდიდატები არიან: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეიდენტი კურსტი კალიურანდი.

ამასთანავე, Politico-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელში ოფიციალური პირები უკვე განიხილავენ, რომ 72 წლის შემდეგ, დროა, ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსს ქალმა უხელმძღვანელოს.

ცნობისთვის, ნატო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ის აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics