|
2021-07-13 10:18:29, 1566 ნახვა
მსოფლიო
ჯიმ რიში - ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის, მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას კონსტიტუციური უფლებები
ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში, - ამის შესახებ შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა, „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. „ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები საქართველოში დასაძრახია. ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში. კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს”, - აცხადებს ჯიმ რიში. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას კონსტიტუციური უფლებები. „მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას კონსტიტუციური უფლებები, თავისუფალი შეკრებისა და თავისუფალი სიტყვის უზრუნველყოფის. მოქალაქეები არიან უსაფრთხოდ, როცა ამით სარგებლობენ თანაბრად. ხალხი, ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას, კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა და ძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს“, - განუცხადა სენატორმა „ამერიკის ხმას“. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ძალადობა დაგმო კონგრესმენ ადამ კინზინგერის ოფისმაც. „კონგრესმენი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა. ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი“, - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა „ამერიკის ხმას“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)