|
2021-07-07 14:27:00, 858 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე შუახევის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს
დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევის კულტურის სახლს. შუახევში ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი ცენტრები იქმნება. ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. ასევე დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის. ჯვარიმინდორზე დაიწყო თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა. დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა. ფაქტობრივად ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება დაბა შუახევის და შუახევის სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა. შუახევის სისტემური განვითარება ხელს შეუწყობს სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენას. გზების რეაბილიტაციისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში 10 883 580 ლარი დაიხარჯება. წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება. მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სკოლას. მუნიციპალიტეტს შეემატება სამი ახალი ბაღი. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შუახევის აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის. მიმდინარეობს, 500 მაყურებელზე გათვლილი, დაბა შუახევის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭვანის, ხიჭაურის და ტაკიძეების სპორტული მოედნები. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით განხორციელდება 14 ახალი პროგრამა, რისთვისაც დამატებით ბიუჯეტიდან 1 291 170 ლარი გამოიყოფა. დაიწყება სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია. გაგრძელდება სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები. განახლებული ბიუჯეტით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების, სასმელი წყლის რეაბილიტაცია; იალაღებზე ელექტროსადენების ქსელის მოწყობა; ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა. გაორმაგდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ბიუჯეტი.
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)