|
2021-05-30 12:21:01, 686 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო. საწარმო, რომლის ერთჯერადი, პაკეტირებული ჩაის წარმოება წელიწადში 150 ტონაა, შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს; სესხის ოდენობა 3 მილიონამდე ლარია. პროდუქციის რეალიზება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. შპს „გეოპლანტი“ ქართული ჩაის „გურიელი“ მწარმოებელი კომპანიაა „ამ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს არამხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, არამედ ექსპორტზე იმ პოზიციების აღდგენის, რომელიც ქართულ ჩაის ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში, ჩაის წარმოება იზრდება; რეაბილიტირებული პლანტაციები გვაძლევს ახალ სანედლეულო ბაზას, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ, ეტაპობრივად, ბაზარზე ქართული ჩაის პოზიციების აღდგენას შევძლებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა გურიის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 44 მლნ ლარის ღირებულების 400-ზე მეტი სესხია გაცემული; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)