|
2021-05-17 12:34:06, 657 ნახვა
ეკონომიკა
უძრავი ქონების სფეროს განვითარება
მთელ მსოფლიოში პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროსა და საქმიანობაზე, რამაც გვაიძულა მოკლე დროში გაგვეანალიზებინა, აღმოგვეჩინა და გვემოქმედა ეფექტურად, რათა დამდგარი კრიზისისთვის მეტ-ნაკლებად გაგვეძლო. გამონაკლისი არც უძრავი ქონების სფერო ყოფილა და მთელი რიგი შეზღუდვების გამო, გაჩნდა აუცილებლობა ინოვაციებისა. დღესაც ვერ ვიტყვით, რომ პანდემია დასრულდა ან შეზღუდვები დღე-დღეზე მოიხსნება, შესაბამისად რთულია ზუსტი პროგნოზებისა და გათვლების გაკეთება, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. უძრავი ქონება და მისი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან როლს იკავებს, რის გამოც ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, თუ როგორი იქნებოდა მათთვის იდეალური სახლი, თუმცა არსებობს რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ერთგვარი ფუნდამენტია და რასაც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ნებისმიერი შენობა. უპირველესად ასეთი ფაქტორი უსაფრთხოებაა, რაზეც ყურადღება პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამახვილდება. საკუთარი ბინა ჩვენი ციხესიმაგრეა, რომელიც უსაფრთხოებასა და კომფორტს უნდა გვიქმნიდეს. კარჩაკეტილობის ჟამს ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, შესაბამისად იმატა მოთხოვნილებამ მაქსიმალურად კომფორტული გარემო გვქონოდა, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ ანმდვილად არ შეიცვლება და გამომდინარე იქიდან, რომ სახლიდან მუშაობა დღეს ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი პირობაა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საკმაო მყარი ვარაუდია, რომ უფრო მეტად დაფასდება ეს მიდგომა, შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ როგორც სახლიდან, ისე ოფისიდან, ეს კი ბადებს ინიციატივას, რომ სახლი კიდევ მეტად კომფორტული იყოს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკონტაქტო ტექნოლოგია მოთხოვნის მიხედვით პირველია და რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან დიდი გავლენა პანდემიამ მოახდინა, ვინაიდან მაქსიმალურადაა შემცირებული ხელის შეხების და კონტაქტის არეალი და ვირუსის გადადების რისკიც მნიშვნელოვნად იკლებს, ამასთანავე, საკმაოდ კომფორტულიცაა. ტენდენციის მხრივ, ამ დროისთვის სენსორულ ტექნიკა ყველაზე პოპულარულია და საკმაოდ მაღალია იმის ალბათობაც, რომ დღეს არსებულ თითის ამომცნობ ტექნოლოგიას სულ მალე ხმისა და ოპტიკური ამომცნობით შეიცვლება. მსოფლიო ბაზარზე მოღვაწე პროფესიონალების გათვლებით, ზოგიერთი ტენდენცია გარდაუვალია, თუმცა ცდილობენ კურსი მკვეთრად არ შეცვალონ, ვინაიდან, მართალია დღეს ვირუსი და მისი გამოწვევები გვესახება გარდაუვალ რეალობად, თუმცა თუ მხოლოდ ამ მიმართულებით განვითარდა ტექნოლოგიები, მომავალში, როდესაც პანდემია სრულად დამარცხებული იქნება, ეს ფაქტი საკმაოდ არასახარბიელი მდგომარეობაში ჩააყენებს მათ და ისეთ გამოწვევებს დაუწესებს, რომლის გადაჭრასაც მარტივად ისინი შეძლებენ, ვინც დღეს უკეთ განჭვრიტა მომავალი და ადამიანების ინტერესები. ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული უძრავი ქონების ეფილიეიტ პროგრამების მეშვეობით გაყიდვა გახდა, გასული წლიდან მოყოლებული კი საკმაოდ დიდი ჩართულობაცაა. ამის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტად ინერგება და იხვეწება პროგრამები, იქმენა ინოვაციები და მეტად კომფორტულს ხდის ამ საქმიანობას. უძრავი ქონება და ამ სფეროში დასაქმება დღეს საკმაოდ საინტერესო ვარიანტია, პანდემიის შემდეგ კი მოსალოდნელია მოთხოვნის კიდევ მეტად გაზრდა, შესაბამისად ახლა საუკეთესო დროა ამ სფეროთი არამხოლოდ დაინტერესებით, არამედ მეტად ჩართულობისთვის.
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)