|
2021-05-09 10:12:44, 920 ნახვა
ეკონომიკა
აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ელექტრონულად არის შესაძლებელი
ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათების მიღება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge რეგისტრაციითაა შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარი ელექტრონული ბარათით „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებს. მიმდინარე წლის 10 მაისიდან, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეიჯარეებიც შეძლებენ. პროგრამით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა. ასევე პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას, იჯარის რეგისტრაციას ან/და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. ნებისმიერი მოცულობის დიზელის ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში. 2020 წლიდან, პროგრამის გააქტიურებიდან, დღემდე ფერმერებმა მიიღეს 33,400 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები; პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)