|
2021-05-07 15:56:06, 797 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა
ბნელ 90-იანებში, როგორც ამ წლებს ხშირად ვუწოდებთ, ბასკინ რობინსი იყო ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს თავი ნათელი ფერებით, მაღალი ხარისხის და ყველასთვის საყვარელი გემოებით დაამახსოვრა. თითქმის 30 წლის შემდეგ, ბასკინ რობინსი საქართველოში ბრუნდება და 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით, პირველი ფილიალი განახლებული ჭავჭავაძის გამზირის #17-ში ხსნის. თავის მხრივ, თიბისი ლიზინგმა, როგორც აქტიურმა დაფინანსების ინსტრუმენტმა ბიზნესებისთვის, ბასკინ რობინსს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ სპეციალური მაცივრები დაუფინანსა. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის. ბასკინ რობინსის წარმომადგენლის ციტატა - ლევან გოგავა, ბასკინ რობინს საქართველოს თანადამფუძნებელი „მოხარულები ვართ რომ მაისის თვიდან გვაქვს შესაძლებლობა მომხმარებლები გავანებივროთ უმაღლესი ხარისხის ნაყინებით, რაც ვფიქრობდით რომ ძალიან აკლდა ქართულ ბაზარს. რეალურად პრემიალური ხარისხის ნაყინის შეძენა საქართველოში ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამერიკული ბრენდი შემოგვეყვანა, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა მარტივი და ამისათვის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გავიარეთ. აქვე მინდა ავღნიშნო "თი ბი სი" ლიზინგის ფაქტორი აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ პროექტი წარმატებით გაგვეხორციელებინა. მათი მხრიდან შემოთავაზებული პირობები აღმოჩნდა მისაღები და საკმაოდ მცირე დორში შევძელით შეთანხმება." ბასკინ რობინსი თბილისის მასშტაბით მხოლოდ მაისის თვეში კიდევ სამ ფილიალს გახსნის, კერძოდ: სითი მოლში , თბილისი გალერიასა და ისთ ფოინთში. სამომავლოდ, კომპანიის გუნდი გეგმავს საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას. ამერიკული ბრენდი "ბასკინ რობინსი"1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოში. თავდაპირველად ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31" აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა. დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის" ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)