11:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 15:01:27, 419 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა. გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასიალაია დაესწრო.

„სახელმწიფო ენის დღე, თბილისის მერიამ საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა. დღევანდელი გამოფენა ამ დღის ერთგვარი გაგრძელებაა და  მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს, საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეს ამ სახითაც წარმოვუდგენთ. ორ დღეში, თბილისი იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მასპინძელი გახდება, რომლის ღირსეულად ჩატარების მისიაც თბილისის მერიას აქვს აღებული. მჯერა, რომ მომავალი წლის ამ დროისთვის, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი თაობა, კიდევ უფრო იქნება დაახლოებული წიგნთან“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ.

„აღნიშნული გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მწერლობა ნამდვილად გახლავთ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი, მისი, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის გაცნობა კი ჩვენი ვალდებულებაა. თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის “თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე ქართულ მწერლობასაც გააცნობს, საგამომცემლო სფერო კი უფრო განვითარდება“, - ამბობს იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

გამოფენის პირველი ნაწილი წარმოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც.

გამოფენის მეორე ნაწილი - „შეხვედრა კლასიკოსებთან - ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები.

გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობები და ონლაინექსკურსიაც.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics