|
2021-04-19 16:49:16, 622 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ სივრცე მარჯანიშვილის 7-ში - სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის
„თიბისი კონცეპტი“ მარჯანიშვილის 7-ის ისტორიულ შენობაში, საქართველოში მსგავსი ტიპის პირველ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს მომხმარებლებს. მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ბრენდის ისტორიას და ღირებულებების ჰყვება და სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და აღმოჩენებს სთავაზობს. აქ მოსული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც თიბისი მომხმარებლებს უკვე ბევრი წელია სთავაზობს. მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი მუდმივად მასპინძლობს განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს. ქალაქის ცენტრალური შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად, ახალი კონცეფციით გაცოცხლდა. თიბისი კონცეპტის მრავალფეროვან გამოცდილებასა და სხვადასხვა მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, შენობის 4 სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში აღმოაჩენენ. ბიბლიოთეკა: მრგვალი დარბაზის ბიბლიოთეკის დიზაინი ძველისა და ახლის თანაკვეთაა, ის განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა და ახალი აღმოჩენებისკენ გიბიძგებთ. აქ მრავალ საინტერესო, იშვიათ წიგნს აღმოაჩენთ ბიზნესის მენეჯმენტის, კულტურის თუ ინოვაციების შესახებ. საგამოფენო სივრცეები 3 გალერეა თიბისის იმ ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც თიბისი წლებია ხელოვნებასა და ხელოვანებს უჭერს მხარს. საგამოფენო სივრცეები კარგად ნაცნობი არტისტების გამოფენებითაც გიმასპინძლებთ და დამწყებ ხელოვანებს და მათ პროექტებსაც გაგაცნობთ. საბანკო სივრცე: საბანკო სივრცეში, შეგიძლიათ საუკეთესო პერსონალურ საბანკო მოსმახურება მიიღოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროთ. კაფე: კაფის კონცეფცია, მყუდრო გარემო, სწრაფი და ამავდროულად ჯანსაღი კერძების მენიუ, სპეციალურად ბიზნეს შეხვედრებზეა მორგებული. სამუშაო სივრცე სამუშაო სივრცე საუკეთესო გარემოა როგორც დამოუკიდებლად მუშაობისთვის, ასევე ახალ ადამიანებთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. შესვენების დროს კი, შეგიძლიათ საგამოფენო სივრცეებში და ბიბლიოთეკაში საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ. კოლექცია: მუზეუმის მაღაზიის კონცეფციით შექმნილ საკოლექციო სივრცეში სპეციალური კოლექციებიდან შერჩეულ, საინტერესო დიზაინის ნივთებს აღმოაჩენთ. მაღაზიას მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმიც დაემატება.
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)