20:27 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 11:44:33, 506 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი საქართველოში სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ   ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიმართა.

ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს  სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების საკითხებზე,  დაზარალებულის გამოკითხვის, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვების და  დამუშავების პროცესზე,  ასევე, გამოძიების დროს  სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის თაობაზე და ა.შ.

სასწავლო კურსის დახურვას აშშ-ის  ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

აშშ-ის ელჩმა სექსუალური ძალადობის გამოძიების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა. შს მინისტრის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics