20:21 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 11:45:42, 589 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა.

როგორც მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინვესტორები ძითადად აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან წარმოდგენილი.

„საქართველომ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. მოთხოვნამ დაახლოებით, 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას. ეს პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს. ინვესტორები ძითადად წარმოდგენილი არიან აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 2.75% ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე რეგიონში არასდროს დაფიქსირებულა. ეს ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან. ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით ჩვენ შევქმენით ახალი ისტორიული ნიშნული, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ეს არის საქართველოს ეკონომიკის მისი მაკროეკონომიკური მიმართულების როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტი დაახლოებით, 350 მილიონი ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალს დაზოგავს.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ახალი ობლიგაციებით, ფაქტობრივად, 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოხდა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომელიც 12 აპრილს დავფარეთ. აქ მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კერძოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს დაახლოებით, 350 მილიონი ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალს. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა. წარმატებით წარმართული პროცესისთვის მინდა ფინანსთა სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, ესენი არიან საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ბანკები“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics