15:34 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 10:24:14, 624 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

100 ადამიანი დასაქმდება ფეროშენადნობების ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეიქმნება. ამისთვის კომპანია „მანგანეზ ინდასთრის"  სახელმწიფოსგან 61506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. პროგრამის ფარგლებში მორიგი საწარმოს პროექტის ხელშეწყობის გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ ორი წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1 722 000 ლარის ინვესტიციას  განახორციელებს.

პროექტი ფეროსილიკომანგანუმის  ორი საწარმოო ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 000 ტონა იქნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება და პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის  კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics