05:49 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 18:11:25, 1402 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა

ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა.

„ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. ნატო არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასასრულებლად. წევრობის სამოქმედო გეგმა გახდება ნამდვილი სიგნალი რუსეთისთვის“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics