18:17 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 13:39:55, 757 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე გახსნის, რომელიც ბანკის ახალ ინიციატივაზე ისაუბრებს. ვებინარის  ძირითადი ნაწილი  სერიის პირველ პროდუქტს- ფაქტორინგს დაეთმობა და მას ამავე მიმართულების წარმომადგენელი, ლევან თეთრაძე წარადგენს. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა პირველმა დანერგა. ის  ინვოისის საფუძველზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია, არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესიც მნიშვნელოვნად  გამარტივებულია. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ბანკმა ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს  ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მუდამ ცდილობს იპოვოს ბიზნესის მხარდაჭერის ახალი გზები. მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, ბიზნესპროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაციით, როგორც საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად არსებული შესაძლებლობების შესახებ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი არველაძემ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics