18:19 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 21:57:05, 843 ნახვა

ეკონომიკა
„თი ბი სი“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!

ინიციატივას თიბისიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს  გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, ინტერნეტ და მობაილბანკით გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში. სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ.  პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/consumer-rights-day  .

 

კვირეულის ფარგლებში, კომერციული  ბანკების ჩართულობით  არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის,  კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდება.  კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:

  1.        კატეგორია "ბლოგი" - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის;
  2.         კატეგორია "ვიდეო" - ვიდეო ფორმატის ("Vlog", "Motion Design") ნამუშევრებისათვის.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ  და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics