|
2021-03-14 10:18:20, 707 ნახვა
ეკონომიკა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, 2021-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მუშავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. „სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს შეფასებული ის პერსპექტივები, საჭიროებები და მოლოდინები, რაც აღნიშნულ დარგში არსებობს. ვფიქრობ, ახალი სტრატეგია დაგვეხმარება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებების უფრო სწრაფი ტემპით განვითარებასა და იმ შესაძებლობების შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს “, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OECD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმის დახვეწას და კორექტირებაზე. ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, OECD-სა და GIZ-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი მმართველი საბჭოს და სამუშაო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)