|
2021-03-13 10:20:02, 528 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიომრავალფეროვნებისა და ტყის საკითხებზე პარტნიორ ორგანიზაციებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ბიომრავალფეროვნებისა და ტყის საკითხებზე პარტნიორ ორგანიზაციებთან ონლაინ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, ასევე, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინსტიტუტს (BIOFIN) შეხვედრის ორგანიზებისთვის და ყურადღება ქვეყანაში გარემოს დაცვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ბიომრავალფეროვნების, ტყის და ველური ბუნების, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და რესურსების ჭარბი მოხმარების შემცირების საკითხების ეფექტიანი უზრუნველყოფა, სადაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ სამაგალითო თანამშრომლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და ველური ბუნების სწორი მართვის მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა სწორი მართვის, მდგრადი ურბანული დაგეგმვისა და ქალაქების ურბანული ბიომრავალფეროვნების მიმართულებით შესამუშავებელი ერთიანი სტანდარტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, თვალსაჩინოა ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები. ლუიზა ვინტონიმ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა 10 საპროექტო კონცეფცია წარმოადგინეს. აღნიშნული საპროექტო წინადადებები დაცული ტერიტორიების, საჯარო სექტორში ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის, სატყეო სექტორის, ეკოტურიზმის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებს ეხებოდა.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)