|
2021-03-12 17:24:46, 699 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ხეობის მოსახლეობის ყველა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას
„მიღწეულია „ნამახვანი ჰესის" კომპანიასთან შეთანხმება, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახით. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც, ჰესის მშენებლობის განმავლობაში, იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. ვთვლით, რომ ამ ფონდის შექმნა აუცილებელია და ეს თავიდანვე იყო გასაკეთებელი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისში, „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დაგეგმილი იყო ჰესის ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტებთან ერთად დეტალური განხილვა, თუმცა, შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ფონდის მართვაში, პირველ რიგში, ჩაერთვებიან თავად მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები „ეს ფონდი დაფარავს არამარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომლებიც მოყოლილია პროქტის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაში მდებარეობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა ხეობაში მოიტანოს მეტი განვითარება და ინვესტორ კომპანიას მოვთხოვოთ უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აღება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)