|
2021-03-05 13:20:23, 421 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს. მათ შორისაა 10-მდე ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აღჭურვილია 2.5 ჰიბრიდული ძრავით, გამოიმუშავებს 222 ცხენის ძალას და გამოირჩევა საწვავის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (4.4ლ/100კმ). ბენზინის ძრავით წარმოდგენილი მოდელები აღჭურვილია 2.0 ძრავით და ჰიბრიდის მსგავსად სამოდელო ხაზში ხელმისაწვდომია, როგორც წინა წამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრაობის სისტემის მქონე (4x4) კომპლექტაციებით. „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ RAV4-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო განვადებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არჩევანს ლიზინგზე შეაჩერებს, დამატებით 8000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თრეიდ-ინ შეთავაზებით, რაც გულისხმობს, ნებისმიერი მარკის მეორადი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჩაბარებას და ცენტრიდან ახალი რავ4-ის გაყვანას მასზე მორგებული პირობებით. ახალი ავტომობილის დაზღვევა უკვე შესაძლებელია ცენტრიდან გაუსვლელად ტოიოტას ექსკლუზიური დაზღვევით, ტოიოტა კასკოთი. 1989 წელს ტოკიოს ავტოგამოფენაზე გაჩნდა RAV4-ის კონცეპტ მოდელი, რომელმაც მომენტალურად მიიქცია ავტომოყვარულთა ყურადღება. ტოიოტამ მისი სერიული წარმოება 1994 წლიდან დაიწყო. 26 წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები 10 მილიონ ერთეულ მოდელს აღწევს. 2018 წელს, იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს მეხუთე თაობის ტოიოტა რავ4, რომელიც კროსოვერებს შორის ნამდვილი ბესტსელერი გახდა და დღემდე ამ სტატუსს არცერთ სხვა მოდელს არ უთმობს. მეხუთე თაობის RAV4 აწყობილია TNGA პლატფორმაზე (ტოიოტა ახალი გლობალური არქიტექტურა) სწორედ აღნიშნული პლატფორმის წყალობით მეხუთე თაობის RAV4 მისი წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩევა მეტად მყარი კონსტრუქციით, მისი სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლაა დაწეული, რის გამოც, მეხუთე თაობის RAV4-ს გააჩნია შეუდარებელი მანევრისა და მართვის უნარი. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4 აღჭურვილი TSS სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელსაც გააჩნია:
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)