|
2021-02-28 12:04:55, 1424 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - გვირაბის ბოლოს სინათლეა, თუმცა ვირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Johnson & Johnson-ის, ვაქცინის დამტკიცების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, თუმცა ვირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული. როგორც ბაიდენი აღნიშნავს, ადამიანებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, დაიცვან დისტანცია, დაიბანონ ხელები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. „დღეს, მკაცრი, ღია და ობიექტური სამეცნიერო განხილვის პროცესის შემდეგ, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის, მესამე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რომელიც COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება. ეს საინტერესო ამბავია ყველა ამერიკელისთვის და გამამხნევებელი მოვლენაა კრიზისთან ბრძოლის საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, მით უფრო სწრაფად გადავლახავთ ვირუსს, დავუბრუნდებით ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს და დავუბრუნდებით ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენი მეცნიერების ბრწყინვალების, ჩვენი ხალხის მდგრადობისა და ამერიკელთა მონდომების წყალობით, რომ დაიცვან საკუთარი თავი და ახლობლები, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მაგრამ მინდა განვმარტო: ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღევანდელ ამბებს ვზეიმობთ, მე ყველა ამერიკელს მოვუწოდებ - დაიბანეთ ხელები, იყავით სოციალურად დაშორებულნი და ატარეთ ნიღბები. როგორც ბევრჯერ მითქვამს, შესაძლოა ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, რადგან კორონავირუსის ახალი ვარიანტები სულ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჩემი ადმინისტრაცია არ დაუშვებს შეცდომებს, გვექნება ამერიკული სამაშველო გეგმა, რომლის მეშვეობითაც პანდემიასთან ბრძოლას გავაგრძელებთ. გვირაბის ბოლოს სინათლეა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საბოლოო გამარჯვებაა, უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ასე ჩვენ გვირაბის ბოლოს არსებულ სინათლეს ძალიან სწრაფად ვიხილავთ“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)