|
2021-02-20 14:31:36, 689 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე
„ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის შეკითხვას, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის შესასვლელად. „ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ 2024 წელს გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი. ყველა ჩვენი რეფორმა არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი მთავარი საგზაო რუკა. ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ რეფორმები ჩქარდება და შეუქცევადია ევროპული და ევროატლანტიკური რეფორმების კურსი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე და მივაღწევთ ამ მნიშვნელოვან შედეგს“, - განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ, როგორც ახალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა სამოქმედო პროგრამა სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ასევე უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)