|
2021-02-20 11:52:38, 466 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მარტში განახლებულ პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარვადგენთ
როდესაც ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმებსა და გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ახალ, უფრო აქტიურ და მეტად აგრესიულ პრივატიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც დიდად შეუწყობს ხელს სტრუქტურულ გაჯანსაღებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. ნათია თურნავას განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო და პროგრამამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" თავისი შედეგი გამოიღო. „კერძოდ, პანდემიის მიუხედავად და 2019 წელს დაწყებული ინერციით, პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს - 119 მილიონ ლარს აღემატება. თუმცა რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, უფრო შთამბეჭდავი შედეგები გვექნებოდა. პრივატიზაციის თვალსაზრისით, მარტში ძალიან საინტერესო სიახლეები გვექნება როგორც თქვენთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის - ეს არის განახლებული 100 საპრივატიზებო ქონების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საპრივატიზაციოდ შეთავაზებული იქნება 150 საპრივატიზებო ქონება - თვისობრივად გაფართოებული, სადაც ბევრი საინტერესო ახალი ობიექტი შეგვხვდება, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია და გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესში განკერძოვდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)