|
2021-02-16 10:21:25, 1078 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო-მ AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. შესაბამისი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, ვაქცინა გამოყენებული იყოს გლობალურ მასშტაბში COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით. „ახლა ყველაფერი გვაქვს ვაქცინების სწრაფი განაწილებისთვის, მაგრამ წარმოება ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ზრდასრულისთვის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელიც 8-12 კვირის ინტერვალით უნდა გაკეთდეს. მათივე რეკომენდაციით, AstraZeneca-ს გამოყენება კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)