|
2021-02-09 16:01:17, 582 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები 14 თებერვალს გაიმართება
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა. ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ 14 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება აქცია, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები 23 და 31 იანვარს, ასევე 2 თებერვალს გაიმართა, სადაც სამართალდამცველებმა ათასობით დემონსტრანტი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ალექსეი ნავალნი აეროპორშივე დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, ე.წ „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით ის 2,5 წლით დააპატიმრა
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
ზელენსკი: რუსეთმა თურქული გემი დაბომბა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავდა
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)