|
2021-01-31 17:04:22, 510 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების მკაცრ ტაქტიკას დემონსტრანტების მიმართ და მოვუწოდებთ ნავალნის გათავისუფლებისკენ
ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების მკაცრ ტაქტიკას დემონსტრანტების მიმართ და მოვუწოდებთ ნავალნის გათავისუფლებისკენ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. ბლინკენის განცხადებით, ალექსეი ნავალნი და მისი მომხრეები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო დააკავეს. „აშშ გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მკაცრი ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზედიზედ მეორე კვირის განმავლობაში. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების დაცვისთვის დაკავებულები, კერძოდ კი ალექსეი ნავალნი“, - წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, რომ რუსეთში აქციის 2000-მდე მონაწილე დააკავეს და დაკავებულებს შორისაა ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიაც.
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
ანი წითლიძე - ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი, რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)