18:03 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 09:52:05, 901 ნახვა

მსოფლიო
დემოკრატებმა აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე რეზოლუცია შეიტანეს

დემოკრატებმა აშშ-ის სენატში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე რეზოლუცია შეიტანეს.

ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დადგა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.

ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო, რაც მინიმუმ 17 რესპუბლიკელ სენატორს მოიცავს.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სენატი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობის და საჯარო თანმდებობის დაკავების უფლება შეეზღუდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics