16:58 - 05 Oct, 2026
|
2021-01-22 12:57:17, 562 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ეროვნული სტრატეგია არა პოლიტიკაზე, არამედ მეცნიერებაზეა დაფუძნებული
ჩვენი ეროვნული სტრატეგია ყოვლისმომცველია, ის დაფუძნებულია არა პოლიტიკაზე, არამედ მეცნიერებაზე. არა უარყოფაზე, არამედ სიმართლეზე, - ამის შესახებ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. პრეზიდენტმა პირველ სამუშაო დღეს ყურადღება გაამახვილა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე, ასევე კორონავირუსის პანდემიის კონტროლზე და ხელი მოაწერა რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას. ამასთანავე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია 198 გვერდისგან შედგება და თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 50 მილიონ ადამიანს ვაქცინის 100 მილიონი დოზა გაუკეთდება.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)