10:24 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 01:03:26, 824 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში და სენატში შეიჭრნენ ვითარება მძიმეა - live

„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. რეპორტიორების ცნობით, დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

მომხდარის გამო კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, შეწყდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

ტრამპმა სიმშვიდისაკენ მოწოდებამდე გააკრიტიკა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ მისი თქმით, არ არის სწორი რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics