|
2021-01-05 09:41:36, 609 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, - შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. ქვეყანაში „ლოქდაუნი“ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლიან, დაიხურება მაღაზიები და სილამაზის სალონები, ხოლო რესტორნები გატანის სერვისით იმუშავებენ. ბორის ჯონსონმა საზოგადოება გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მომდევნო კვირეები ყველაზე რთული იქნება. მკაცრი შეზღუდვების გამოცხადებისას, ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის საავადმყოფოები დღეს უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ კოვიდის მხრიდან, ვიდრე პანდემიის დაწყებიდან ნებისმიერ დროს. ამასთანავე, მან ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიცაა - აუცილებელი სამედიცინო საჭიროებები, საკვების შეძენა, ვარჯიში და სამუშაო.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)