|
2020-11-10 15:03:52, 1441 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ცეცხლის შეწყვეტას არმია ითხოვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ მოხდა ყარაბაღის ზავის ხელმოწერა. ფაშინიანი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა არმიამ თავად ითხოვა. „ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც სამხედროებმა დაჟინებით მოითხოვეს ამ ნაბიჯის გადადგმა. იყო რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელი გახდა. ეს იყო ძალიან რთული და მძიმე გადაწყვეტილება. ვიყავით ისეთ სიტუაციაში, რომ ალტერნატივა აღარ იყო“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას გულისხმობს. გადაწყვეტილება სომხეთში გააპროტესტეს. მოქალაქეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყევეტის შესახებ ინფორმაცია მედიისგან გაიგო.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)