|
2020-11-06 22:41:19, 937 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში დასრულდა ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღდგენილია ციხე-გალავანი, ნაგებობის ეზოში მოეწყო საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებელი, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. ციხე-გალავნის რეაბილიტაცია შპს „ივერთშენმა“ შეასრულა და მასზე 557 593 ლარი დაიხარჯა. აღდგენილი კულტურული ძეგლი არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის, არამედ მრავალი ტურისტის სანახაობითი ადგილი იქნება. სწორედ ესაა კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მიზანიც ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმის განვითარებას და მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
Iltalehti: ბალტიისპირეთის თავდაცვის მინისტრებმა ფონ დერ ლაიენს საიდუმლო წერილი მისწერეს
მაკრონი: ირანის დაბომბვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)