13:18 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 17:45:48, 680 ნახვა

რეგიონი
ხევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სოფელ ხევში  საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აგრეთვე ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე.  

ხევში საზოგადოებრივი  ცენტრი 2013 წლის 29 მარტიდან ფუნქციონირებდა, თუმცა,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის  მიმდინარე სამუშაოებისას შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მის ნაცვლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საზოგადოებრივი ცენტრისათვის ახალი შენიბა ააშენა და დღეიდან ის მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას ისევ შესთავაზებს.  

იმერეთის რეგიონში ცხრამეტი ცენტრი ფუნქციონირებს სოფლებში:  საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურაში, ვანსა და ბაღდათში. 

დღეიდან მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, მიიღებს საკადასტრო გეგმას და სხვ.

ხევის საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობდა. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურში,  დედოფლისწყაროში,   ასპინძასა და ნინოწმინდაში გაიხსნა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თიბისი ბანკის“ პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის
კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძის განცხადებით, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics