|
2020-10-25 17:19:03, 1215 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პასუხი თურქეთს - აღნიშნული ფაქტი სიძულვილი და ცილისწამების პროპაგანდაა
„აღნიშნული ფაქტი სიძულვილი და ცილისწამების პროპაგანდაა“, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს განცხადებას. ჟან-ივ-ლე დრიანი გმობს თურქეთის პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მაკრონმა ცნობიერებაზე კონტროლი დაკარგა და ფსიქიკაზე მკურნალობა ესაჭიროება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია sputnik france ავრცელებს. „თურქეთის ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის დაგმობის ან სოლიდარობის ოფიციალური ნიშნების არარსებობას, ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საფრანგეთის მიმართ სიძულვილისა და ცილისწამების პროპაგანდა დაემატა. ეს ადასტურებს, სურვილს გააღვივოს სიძულვილი ჩვენს წინააღმდეგ. ასევე პირდაპირი შეურაცხყოფაა რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ თურქეთის სახელმწიფოს ყველაზე მაღალ დონეზე“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში. როგორც ვიცით, აღნიშნულს საფრანგეთის მხრიდან ანკარადან ელჩის გაწვევა მოჰყვა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. „რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა. ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)