12:04 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 18:11:06, 672 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ აგრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში აშენდა და მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც 1000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტის განსახორციელებლად „ვითიბი ბანკის“ მიერ გაცემულმა სესხმა 670 000 ლარი შეადგინა.  კოოპერატივმა „ქართული ხილი“ აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში ააშენა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა  და რეალიზატორებმა პროდუქციის  სათანადოდ შენახვა და შემდგომ  მისი  გაყიდვა შეძლონ.

„ვითიბი ბანკისთვის“ აგრო მიმართულების დაფინანსება, უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სამაცივრე მეურნეობები უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტებია ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებისათვის - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ .





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics