|
2020-10-14 10:09:35, 632 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართა
გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. „14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა. წელს ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამის” პრეზენტაცია და ასევე, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს წარდგენა მოხდა. სახელმძღვანელო 8 ნაწილს მოიცავს, განკუთვნილია პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით განათლების მიღების კარგი საშუალებაა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ჩამოყალიბება. ამას მოჰყვა სასკოლო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების მომზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც სწორი აღქმა ექნება გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე, ინტერესი გაუჩნდება აგრარული მიმართულებით აირჩიოს პროფესია”, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვის საკითხების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ „ცოდნა და განათლება არის ერთ-ერთი წამყვანი და ის ცვლილებები, რომელიც ხდება მთელს მსოფლიოში ამ მიმართულებით ძალიან საგულისხმოა. ეს ახალი სახელმძღანელოები, რომელიც იქნება მიძღვნილი გარემოსდაცვითი საკითხებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი.“ „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნებთან, შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს. ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარების გაუმჯობესებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება, სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)