|
2020-10-13 11:14:41, 475 ნახვა
ეკონომიკა
მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის ჯამში 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს. სამუშოები, რომლის ღირებულებაც 1 485 000 ლარია საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით გასული წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე თვეში დაასრულა. დღეისათვის გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შედეგად დამატებით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაშრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)