14:04 - 04 Oct, 2026
|
2020-10-12 14:10:21, 642 ნახვა
ეკონომიკა
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 947 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში (2 068 ტონა), ყაზახეთში (75 ტონა), სომხეთში (6 ტონა), სინგაპურსა და ჰონკონგში. საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)