|
2020-10-12 12:59:45, 501 ნახვა
ეკონომიკა
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავლიანობა მაღალია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანია იბრუნებს თავის ძირითად ფუნქციას, რაც საწარმოო ჯიშთა გამოცდას გულისხმობს. კომპანიამ უკვე მიიღო სათესლე ქერი და სათესლე კარტოფილი, რომელიც აუქციონის მეშვეობით იქნება რეალიზებული. ჰექტარზე კარტოფილის მოსავლიანობა, მინიმუმ, 35-40 ტონაა, რაც ძალიან კარგი შედეგია. და რაც მთავარია, ეს არის ხარისხიანი პროდუქტი“, -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ აგრონომის, გიორგი ბერუაშვილის განცხადებით, ჯიშთა გამოცდის შედეგად, „მარფონა“ დაწინაურებული ჯიშია, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში კარგი შედეგები აჩვენა როგორც მოსავლიანობის, ასევე ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე მორგების თვალსაზრისით. შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ სამცხე -ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის 25 სხვადასხვა ჯიშზე დაკვირვებას ახორციელებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი 10 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც „მარფონას“ ჯიშის კარტოფილის მოყვანა აგროტექნიკური სამუშაოების სრული დაცვით ხორციელდება. სადემონსტრაციო ნაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პირველ მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ დირექტორი შოთა ჯოგლიძე დაესწრნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)