22:24 - 04 Oct, 2026
|
2020-10-07 15:07:15, 854 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - სომხეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი მასზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს
სომხეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი მასზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. „რაც შეეხება რუსეთის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების ჩარჩოებშია, ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც თქვენ იცით, მე სულ კონტაქტზე ვარ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და შესაბამისად, არანაირი შეკითხვები სომხეთის მთავრობას რუსეთის მისამართით არ აქვს, რადგან სომხეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეასრულებს მასზე აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)