|
2020-10-07 12:59:47, 618 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
„საქართველოს ბანკი“ კვლავ აგრძელებს რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერას. ბანკის ჩართულობით, გორის სოფელ ბერბუკში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. მეურნეობა 2011 წლიდან ოპერირებს, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კი მას სალიფსიტე და სამაცივრე მეურნეობები შეემატა. საკალმახე წარმოებული ლიფსიტის ნაწილს ზრდის საკუთარ მეურნეობაში, ხოლო ნაწილს რეალიზაციას უკეთებს სხვა საკალმახეებში. მეწარმე ასევე ახდენს თევზის წარმოებას და მას ყიდის სავაჭრო ქსელურ მარკეტებში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი საკალმახის გაკეთება, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს კალმახის, ზუთხისა და კალმახის ხიზილალის შეძენას. პროექტის ფარგლებში მეწარმემ ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, რომელთა ტევადობა 60 ტონაზეა გათვლილი. ჯამში პროექტში ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 187 000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ბიზნესში 5 ადამიანია დასაქმებული. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო გაფართოვდა. გორის სოფელ ბერბუკში კალმახის წარმოების ზრდა ხელს შეუწყობს როგორც საკალმახე მეურნეობის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)