|
2020-10-07 12:52:08, 679 ნახვა
ეკონომიკა
WB - ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვარდნაა
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს. ამის შესახებ ანგარიშსს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება. „ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის უახლესი გამოცემის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება 2021 წლიდან, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება“, - ვკითხულობთ ანგარიშში. მსოფლიო ბანში აღნიშნავენ, რომ აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე. პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა რეგიონში შესაძლოა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)