10:33 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 16:31:50, 609 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“ ქარხნის წარმადობა გაზარდა

„ხვანჭკარის ღვინის მარანი“ ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ღვინის ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს.

მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია გამოიგონა, მან არასრული დუღილის შედეგად ნახევრად ტკბილი ღვინო მიიღო. 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე დიმიტრი ყიფიანის ღვინომ ოქროს გრანპრიც კი მოიპოვა.

სწორედ მისი მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელიც 2010 წლიდან ჭანტურიების ოჯახმა შეიძინა.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ არც ძველი იერსახე დავკარგოთ და პარალელურად, მაღალი სტანდარტით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ ღვინო. ამჟამად, 12 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, რომლებიც ექსკლუზიური დიზაინით შექმნილ ბოთლში ისხმება,“ - ამბობს  „ხვანჭკარის ღვინის მარნის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია.

ახლახანს კომპანიამ თიბისის მხარდაჭერით ქარხანა გადაიარაღა  და იტალიური მანქანა-დანადგარები შეიძინა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარნის წარმადობას. 2019 წელს „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“  70 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა, მომავალ წელს კი, ამ რაოდენობის 200 ათასამდე გაზრდას ვარაუდობენ.

ღვინის 70 % რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, დანარჩენი კი, ექსპორტზე ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში გადის.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics