22:22 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 14:45:33, 798 ნახვა

მსოფლიო
აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების ტექსტი აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობათა მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოიცა.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.

მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე - კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ - და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბრიდან გამწვავდა და მას შემდეგ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics