|
2020-10-05 19:04:09, 590 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ აზრდება
„ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს, მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის", - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში არის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაიზარდა შრომის ანაზღაურება, ის მატება რომლზეც საუბარია სწორედ, მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. გარდა ამისა, შეფასებები იყო, თითქოს, მომდევნო წელს თანხებია გათვალისწინებული მიმდინარე წელს აღებული ვალების გადასახდელად. ესეც არ არის რეალობა, ვინაიდან ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)