|
2020-10-02 21:53:20, 935 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გ შპს „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. მისასალმებელ სიტყვაში, გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ყურადღება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მნიშვნელოვანია, რომ შპს „ეფკოს“ 32 ჰა ლურჯი მოცვის პლანტაცია, რომელიც გურიაში, დაბა ლაითურში მდებარეობს, 2016 წელს, სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა. ღონისძიებას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, კომპანიის „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“ აღმასრულებელი დირექტორი გია მორჩილაძე, შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)