|
2020-10-02 10:50:42, 547 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესების გაძლიერებაზე ორიენტირებული ბანკი მათ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „შპს ზიგი“ საქმიანობას აფართოვებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს ისეთ პრემიუმ კლასის ტექნიკის ბრენდებს, როგორიცაა LIEBHERR; MIELE; K- Array; ELIKA; SUB -ZERO კომპანიის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 240,000 ევროს მოცულობის დაფინანსება გამოიყო, რაც ბიზნესის განსავითარებლად უძრავი ქონების შეძენას და რემონტს მოხმარდა. ობიექტი ამჟამად 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანია მომხმარებელს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიაში 25 სხვადასხვა მოდელის ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. „შპს ზიგში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია როგორიცაა: საოჯახო ტექნიკა და მაცივრები, საყინულეები, ღვინის კარადები, სამედიცინო მაცივრები, ხმის სისტემები და ა.შ. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „შპს ზიგს“ საქმიანობის გაფართოებაში. კომპანია 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ტექნიკის მიწოდებაში და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით „შპს ზიგი“ კიდევ უფრო ვითარდება. ბიზნესების მხარდაჭერა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ინფორმაციისთვის, „ლიბჰერი“ და „მილე“ გერმანული საოჯახო პრემიუმ კლასის ბრენდებია. „ლიბჰერი“ ბაზარზე უკვე 71 წელია წარმოდგენილია, „მილე“ კი 121. ბრენდების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის მუდმივად განახლებული, ინოვაციური და ხარისხიანი, გერმანიაში აწყობილი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)